-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი პუბლიცისტი ქართველთა შორის წერა კითხვის გაავრცელებელი საზოგადოების წევრი
ცხვედაძე ნიკოლოზ ზებედეს ძე (8.I.1845, სოფ. სოჭინი, ცხინვალის რ-ნი - 30.X.1911, თბილისი. დაკრძალულია თსუ-ის პანთეონში), პირველდაწყებითი განათლება თბილ. სას. სასწავლებელში მიიღო, შემდეგ ჩაირიცხა თბილ. სას. სემინარიაში და სწავლა განაგრძო მოსკოვის სას. აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და პედ. მოღვაწეობას შეუდგა (1869-დან). იგი დაინიშნა თბილ. სას. სემინარიის მასწავლებლად, სადაც ამ დროს მოღვაწეობდა ი. გოგებაშვილი. ც. ნ. გაცნობისთანავე იაკობის ერთ–ერთი საიმედო და ბოლომდე მტკიცე თანამებრძოლთაგანი იყო. როცა სემინარიის ცნობილი რევიზიის შედეგად რევიზორმა კერსკიმ ი. გოგებაშვილი სემინარიიდან მოხსნა, ც. ნ.-ც იძულებული შეიქნა სამუდამოდ დაეტოვებინა სემინარია. სას. სემინარიიდან გამოძევებული და ექსორიაქმნილი ერთხანს კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მოგვიანებით დაინიშნა ისტორიის, გეოგრ. და პედაგოგიკის მასწავლებლად თბილ. ქალთა ინ-ტში (1874-დან). ამავე დროს მასწავლებლობდა წმ. ნინოს სახ. სასწავლებელშიც. სწავლა–აღზრდის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის მიზნით, მან დასავლეთ ევროპაში იმოგზაურა და ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა სტატიაში: "მოკლე შენიშვნები საზღვარგარეთიდან" (1877). ც. ნ. პრესის აქტიური თანამშრომელიც იყო (1870-1880). მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე საყურადღებო საჟურნალო და საგაზეთო სტატია–ნარკვევი: "მისვლა–მოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის 1492–1664 წლებში"; "დასავლეთ ევროპის გონებითი და ეკონომიური მოძრაობა თავის მიზეზებით მე–16 საუკუნეში"; "ჩვენი ხალხის განათლება, ხელოსნობა და მეურნეობა" და სხვა. იგი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი, ამ საზ-ბის წესდების პროექტის შემდგენელი და საზ-ბის გამგეობის წევრი (1879–1904), თავ-რის მოადგილე (1895–1904). მან პირველი სასწ. პროგრამები შეუდგინა ცნობილი ქართვ. საზ. მოღვაწის ი. წინამძღვრიშვილის ინიციატივით წინამძღვრიანთკარში დაარსებულ სამეურნეო სასწავლებელს, რ-საც ისტ. დამსახურება მიუძღვის ჩვენში დაწყებითი სას.–სამ. განათლების გავრცელების საქმეში. ც. ნ. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო კომისიებში, რ-მაც მიიღო თბილ. საქალაქო სკოლების რეორგანიზაციის ცხვედაძის მიერ შედგენილი პროექტი. იგი იყო თბილ. ქართ. გიმნაზიის გამგეობის კომიტეტის წევრი და მისი თავ-რის ამხანაგი (1889-1892). ც. ნ.-ს ყველაზე დიდი დამსახურება სამშობლოსა და საზ-ბის წინაშე იყო მისი ინიციატივით დაწყებული სათავადაზნაურო სკოლის მშენებლობა, რ-იც შემდგომში თბილ. უნ-ტის შენობად ჰქონდა წარმოდგენილი (1898). შენობის ასაგები თანხა ც. ნ.-ს უშუალო ხელმძღვანელობით შეგროვდა. იგი დუმილით იღებდა საყვედურებსა და დაცინვებს იმდროინდელი საზ-ბის წარმომადგენლებისგან, რომელნიც გაკვირვებულნი იყვნენ ამ გრანდიოზული მშენებლობის გამო. მან თავისი ცხოვრების უკანასკნელი 12–13 წელიწადი ამ საშვილიშვილო წამოწყების განხორციელებას შესწირა. ნ. ც. დაკრძალული იყო ქართველ მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მოგვიანებით მისი ნეშტი უნ-ტის ბაღში გადაასვენეს (26.XI.2008).